სასწავლო კვლევითი ცენტრი "საგზაო ტრანსპორტის აკადემია"
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციისა და შპს სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი-ს მიერ დაფუძნდა,
შპს სასწავლო კვლევითი ცენტრი „საგზაო ტრანსპორტის აკადემია“, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო და
ადგილობრივ გადაზიდვებში (სატვირთო, სამგზავრო) ჩართული პირების პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწავლო აუდიტორიებით, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ინსტრუქტორებით,
ელექტრონული საგამოცდო ტექნიკით და პროგრამებით.