საგზაო ტრანსპორტის აკადემია
სტრუქტურა
დამფუძნებელი ორგანიზაციები
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცა (GIRCA) წარმოადგენს კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების არაკომერციულ, ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ სატვირთო და/ან სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე აერთიანებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული გადაზიდვების განვითარებას. GIRCA დაარსებულია 1992 წლის 31 მარტს 14 სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით. ამჟამად, GIRCA - ში გაერთიანებულია 300-ზე მეტი საავტომობილო გადამზიდავი. 1992 წლიდან GIRCA შედის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU - International Road Transport Union, შვეიცარია) შემადგენლობაში და ასრულებს საგარანტიო გაერთიანების ფუნქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.
სასწავლო და საგამოცდო ცენტრი-პტი (PTI) დაარსდა 2020 წელს, ორგანიზაციის საქმიანობს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით, ასევე ორგანიზაციის მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სფეროში მოამზადოს შესაბამისი სპეციალისტები, რაც მომავალში შექმნის ამდენივე პერსონალის დასაქმების გარანტიას. ცენტრში სწავლებას გაივლიან შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლები, სპეციალური მომზადება უსაფრთხოებაზე, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოეწყო ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი. ცენტრი აღჭურვილია მაღალი დონის აპარატურით.
ორგანიზაციული სტრუქტურა