საგზაო ტრანსპორტის აკადემია
აკრედიტაცია
სასწავლო კვლევითმა ცენტრმა „საგზაო ტრანსპორტის აკადემიამ“ მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) აკადემიის მიერ.

აღნიშნული ორგანიზაცია (IRU) აერთიანებს 60 ქვეყნის 150-ზე მეტ ასოციაციასა და კავშირს. აღსანიშნავია, რომ აკრედიტირებული სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია ევროპის, როგორც წევრ, ასევე, არაწევრ ქვეყნებში.
აკრედიტაციის შედეგად, სასწავლო ცენტრში აკრედიტაციის პროცესისას სერტიფიცირება გაიარეს შესაბამისმა ინსტრუქტორებმა, რომლებიც აკრედიტაციის პროცედურების დასრულების შემდეგ ფლობენ საერთაშორისო ინსტრუქტორის სერტიფიკატს (IRU INSTRUCTOR DIPLOMA).
განხორციელებული აკრედიტაციის პროცედურის შედეგად საგზაო ტრანსპორტის აკადემიას მიენიჭა უფლებამოსილება მოამზადოს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებში ჩართული პირები ტაქოგრაფის - მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმების მიმართულებით. ასევე სახიფათო ტვირთების გადაზიდვებში ჩართული პირები. მომზადების შედეგად გაიცემა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სერთიფიკატ(ებ)ი.
სამომავლოდ იგეგმება მძღოლთა პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო კურსის (CPC Driver) და კომპანიის მენეჯერის პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო კურსის (CPC MANAGER) კურსის საერთაშორისო აკრედიტაცია და შემდგომში მისი დანერგვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1-1/426 ბრძანების შესაბამისად, სასწავლო კვლევითი ცენტრს, საგზაო ტრანსპორტის აკადემიას მიენიჭა სასწავლო ცენტრის სტატუსი, რათა მომავალში განახორციელოს ტრენინგები:

* მძღოლისთვის და კომპანიის მენეჯერისთვის ციფრული ტაქოგრაფის შესახებ სწავლება;

* სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით (ADR საბაზო) სწავლება;

* სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით (ADR ცისტერნა) სწავლება.